ძალიან კარგი იქნება, თამაშის წესები წინასწარ იყოს ცნობილი. ვისთვის შეიძლება უმრავლესობის დატოვება და ვისთვის არა. ჩვენ, ევროპულ საქართველოს ეს ინფორმაცია გვჭირდება, რადგან კარგად დავგეგმოთ თქვენი უმრავლესობის დაშლის პროცესი. დაგვეხმარეთ, თუ შეიძლება... არ იცით ხვალ რა გველის როცა ასეთ პოლიტიკურ აგონიას ვხედავთ აქ. ზოგადად, ასეთი უარყოფითი აზრი გქონიათ ერთმანეთზე, საოცარი აზრები გაქვთ, როგორ იყავით ერთად საერთოდ, ვერ გავიგე და ახლა მოგიწოდებთ, რომ ნუღარ შეინახავთ საიდუმლოს, რასაც ერთმანეთზე ფიქრობთ. ხმამაღლა და გაბედულად უთხარით საზოგადოებას, რომ გამჭვირვალე იყოს ვითარება და სწრაფად გაირკვეს თქვენი ბედი და სწრაფად გადაწყდეს ჩვენი ქვეყნის ბედიც, თქვენ ხელში რადგან არის.
საქართველოს პარლამენტი
ბოკერია "ოცნებას": ასეთი უარყოფითი აზრები გქონიათ ერთმანეთზე, როგორ იყავით ერთად საერთოდ?
tbl.ge/3k25
დაკოპირდა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




