რუსული ოკუპაცია

ოკუპანტების მიერ დიციდან გატაცებული მამაკაცი გაათავისუფლეს

ანა შეპკინა/ტვ იმედი

რუსი ოკუპანტების მიერ გორის სოფელ დიციდან გატაცებული 21 წლის გივი ბერუაშვილი ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულია. 

ის სამართალდამცველებს ერგნეთში გადასცეს, რის შემდეგაც ბერუაშვილი გორში, პოლიციის სამხარეო დეპარტამენტში გამოკითხვაზე მოიყვანეს. 

გივი ბერუაშვილი ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით 17 მარტს საკუთარი ნაკვეთის ახლო ტერიტორიიდან გაიტაცეს. 

კომენტარები