ვაქცინაცია

იტალიაში აუცრელი ბავშვები სკოლებში ვერ ივლიან

იტალიაში ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვით აუცრელ ბავშვებს სკოლაში სიარული ეკრძალებათ. ამის შესახებ BBC წერს. 

მედიის ცნობით, ახალი კანონის მიხედვით, სასწავლო წლის დაწყებამდე ბავშვებმა ყველა აუცილებელი ვაქცინა უნდა გაიკეთონ, მათ შორის ისეთ ინფექციურ დაავადებებზე, როგორიცაა ყბაყურა, ჩუტყვავილა, წითელა და სხვა. 

ასევე, მშობლებმა ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინონ. ბაღისა და სკოლის ადმინისტრაციას შეუძლია აუცრელი ბავშვი გარიცხოს და ასევე, მშობლები დააჯარიმოს 500 ევროთი. 

იტალიაში ამ საკითხზე კამათი ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს. კანონის მიღება კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რას ქვეყანამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია ვერ შეასრულა და ვაქცინირებულთა რაოდენობამ 80%-ზე ნაკლები შეადგინა. 

კომენტარები