ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

ძიუდოისტი თორნიკე ნაგლიაშვილი ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს

SportAll.Ge

საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრი, 22 წლის თორნიკე ნაგლიაშვილი პოლიციამ მარნეულში, ცოლის მიმართ ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავა. შემთხვევა ერთი კვირის წინ, 5 მარტს მოხდა.

სპორტსმენის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად. საინფორმაციო სააგენტო "რეკორდერმა" გაავრცელა. მედიის ცნობით, ძიუდოისტს ცოლის მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, რომელიც არაერთხელ დაარღვია. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით და 126 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პასუხისმგებლობას ოჯახური დანაშაულისთვის, მუქარას და ოჯახში ძალადობას.

კომენტარები