ჩრდილოეთ კორეა

კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობაში ბრალდებული ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

მალაიზიის სასამართლომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის ნახევარძმის მკვლელობაში ბრალდებული ინდონეზიელი ქალი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ BBC წერს. 

კიმ ჩენ ნამის მკვლელობა ორ ქალს ედებოდა ბრალად. ერთი ინდონეზიელი და მეორე ვიეტნამელი. საკმარისი მტკიცებულებების არარსებობის გამო ინდონეზიელი სიტი აიზია გაათავისუფლეს.

ორივე ქალი ბრალდებას უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. 

45 წლის კიმ ჩენ ნამი 2017 წლის 14 თებერვალს, კუალა-ლუმპურის აეროპორტში ორმა ქალმა მოწამლული ნემსებით მოკლა. კაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

კომენტარები