ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

დედაზე ძალადობის ბრალდებით ბათუმში კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1979 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შ.ს. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დედას - 1948 წელს დაბადებულ რ.ს.-ს, მათსავე საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა", - აღნიშნავენ უწყებაში.

გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. 

კომენტარები