Game of thrones

Game of Thrones-ის ბოლო ტრეილერი 24 საათში 81 მილიონჯერ ნახეს, რაც HBO-ს რეკორდია

HBO-ს სერიალის, Game of Thrones-ის ფინალური სეზონის ბოლო ტრეილერი, რომელიც სამშაბათ გამოქვეყნდა სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის Youtube-ზე, Facebook-სა და Twitter-ზე განთავსებიდან 24 საათში 81 მილიონჯერ ნახეს, რაც კომპანიისათვის რეკორტული მაჩვენებელია.

აქამდე რეკორდი ამავე სერიალის მეშვიდე სეზონის ტრეილერს ეკუთვნოდა, რომელმაც 24 საათში 61 მილიონამდე ნახვა დააგროვა.

სერიალის ბოლო სეზონი 14 აპრილს გამოვა. ნახეთ ტრეილერი:

კომენტარები