ილონ მასკი

შესაძლოა, პენტაგონმა ილონ მასკს მარიხუანის მოწევის გამო უსაფრთხოების ვერიფიკაცია გაუუქმოს

ილონ მასკი
Reuters

SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს, ილონ მასკს შესაძლოა პენტაგონმა უსაფრთხოების ვერიფიკაცია გაუუქმოს. მიზეზი ისაა, რომ მასკმა გასული წლის სექტემბერში ერთ-ერთ გადაცემაში საჯაროდ მარიხუანა მოწია.

მასკს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურისაგან ვერიფიკაცია აქვს მიღებული, რადგან SpaceX აშშ-ის მთავრობას სატელიტების გაშვებაში ეხმარება. პენტაგონში ამბობენ, რომ მასკის სტატუსი SpaceX-თან თანამშრომლობაზე გავლენას არ მოახდენს.

ვერიფიკაციის მისაღებად აუცილებელია SF-86 ფორმის შევსება, სადაც ასევე უნდა იყოს მითითებული მოიხმარა თუ არა პიროვნებამ ბოლო 7 წლის განმავლობაში ნებისმიერი სახის არალეგალური ნარკოტიკული საშუალება.

SpaceX-სა და Tesla-ში ამ ინფორმაციაზე კომენტარს ჯერ-ჯერობით არ აკეთებენ.

კომენტარები