გუბაზ სანიკიძე

სანიკიძე: მიშასი აღარ ეშინია ამ ხალხს, კი არ ეშინიათ, სასოებით ელოდებიან

მოემზადეთ, დიდი გამოცდა გელით, ჩემი ძვირფასი მეოცნებეებო. მიშასი აღარ ეშინია ამ ხალხს, უკვე გაიგეთ. კი არ ეშინიათ, სასოებით ელოდებიან უკვე სააკაშვილს. არ იცით თქვენ, არა, არ დადიხართ, არ ჩამოდიხართ, იმ მანქანებით დადიხართ, ამ დაბურული შუშებით იყურებით, რაღაც ფილმის გმირები გგონიათ თავი, რაღაცა წარმოგიდგენიათ.... ცარიელი ადგილები ხართ სუყველა, ნულების პარადი ხართ თქვენი ბელადიანად, ნულები ხართ და დაგიმთავრდებათ ეს ამბავი, გიმთავრდებათ უკვე

გუბაზ სანიკიძე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში ხელისუფლებას მიმართავს.

კომენტარები