გუბაზ სანიკიძე

სანიკიძე: ევროპაში გვიცნობენ, როგორც პარაზიტ ხალხს, რომლებიც სუპერმარკეტებს აყაჩაღებენ

ძვირფასო თანამოქალაქეებო, ასე თუ გაგრძელდა, უვიზო რეჟიმს გააუქმებენ და ვინც გარეთ ხართ წასულები, ემიგრაციაში, ყველას მოგაბრძანებენ საქართველოში. ასე იქნება, ვერავინ, ვერსად ვერ გაიქცევით... ის ხალხი რომ ჩამოვა, იმ ხალხს რომ  გამოყრიან იქიდან, ნეტა აქ ვის მხარეზე იქნებიან? ეჭვი მეპარება, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი იყოს ისევ. ამიტომ, ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნები, ახალგაზრდებს რომ უნდათ წასვლა, საკუთარი სამშობლო რომ აღარ უნდათ უკვე და გაქცევა რომ გინდათ ძვირფასო მეგობრებო, ვერსად ვერ გაიქცევით, პარაზიტების მიღებას ევროპა არ პირებს. ჩვენ ევროპაში გვიცნობენ, როგორც პარაზიტ ხალხს, რომლებიც სუპერმარკეტებს აყაჩაღებენ პერიოდულად. ქართველს ბიბლიოთეკაში ვერ ნახავ, მაგრამ სუპერმარკეტში რაღაცას რომ იპარავს, ნახავ. 

ხვიჩა კვარაცხელია არის უნიკუმი, ბრილიანტი, გამონაკლისი, მაგრამ ომის დროს, როდესაც შეფასებები ხდება, ადამიანები უფრო ცუდს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე კარგს. ეს არის ადამიანის ბუნება  და ესპანელები რომ ჩართავენ ტელევიზორს და გაიგებს, რომ 25 ქართველი ქურდბაცაცა შეყარეს ციხეში, შოთა რუსთაველი და ის პატიოსანი ქართველები, ვინც იქ მუშაობენ, არ გაახსენდებათ ნამდვილად.  ეს არის ფაქტი.

პარლამენტის დეპუტატი, გუბაზ სანიკიძე, 21 თებერვალს ტელეკომპანია კავკასიას ეთერში. 

კომენტარები