პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში

ოხანაშვილი: ენმ-ის დეპუტატები ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან და არაფერს აკეთებენ ქვეყნისთვის

ნაციონალური მოძრაობა საქართველოს პარლამენტში ფიქციის სახით არის წარმოდგენილი, ისინი არაფერს აკეთებენ. ჩემთვის არ არის გასაკვირი, რომ არ იღებენ მონაწილეობას დღეს. ვისურვებდი, მოსულიყვნენ და დასწრებოდნენ პრეზიდენტის გამოსვლას. მათ შეეძლოთ, მიეღოთ ამ პროცესში მონაწილეობა და ყოფილიყვნენ საპარლამენტო ცხოვრების ნაწილი, თუმცა ფაქტია, რომ ისინი ხელფასს იღებენ ბიუჯეტიდან და არაფერს აკეთებენ ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ. 

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესახებ. როგორც პარტიის წევრებმა თავად თქვეს, ენმ დღეს პრეზიდენტის გამოსვლას პარლამენტში არ დაესწრება. ოხანაშვილის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები