სასამართლო რეფორმა

ღარიბაშვილი ბესელიას: არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება

არაფერი არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდება, ყველაფერი გაირკვევა. თუ ეკა არის მართალი, იქნება მართალი და მე გამიხარდება მხოლოდ და პირიქით, მეწყინება თუ ის აღმოჩნდება დამნაშავე, დამნაშავე კი არა, სხვის წისქვილზე მოთამაშე.

მე არც ერთი მოსამართლე არ დამიცავს, მე არც ერთი კონკრეტული გვარი არ დამიცავს, მე ზოგადად ვთქვი, რომ არ შეიძლება სისტემაზე ასეთი შტურმის მიტანა, ეს ყველაფერი აჩენს განცდას, რომ არის ორკესტრირებული, თუ რომელიმე მოსამართლესა და გვარებზე არის შეკითხვები, ყველამ, კეთილი ინებოს და გასცეს პასუხები

TV პირველის ეთერში "რეაქციის" წამყვანმა ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივანს ირაკლი ღარიბაშვილს ეკა ბესელიას SMS წაუკითხა - "მე სულ თავისუფალი ვიყავი და ვარ, ახლა ირაკლი არ არის თავისუფალი იმაში, რაზეც ლაპარაკობს, როცა ამბობს, ნაცების წისქვილზე ასხამენ წყალსო, ნაცების მოსამართლეებს როგორ იცავენ"? იქამდე, ღარიბაშვილმა თქვა, რომ ეკა ბესელია და სხვა დეპუტატები, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს, "მტრის წისქვილზე ასხამენ წყალს, ასე გამოვიდა".

კომენტარები