რაც შეეხება ანაკლიის პორტს, პირველი შეკითხვა რაც მიჩნდება, სამი წელი გავიდა და როგორც მახსოვს, 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი. რატომ დაირღვა ვადები და რატომ არ დაიწყო მშენებლობა ამ პორტის? ხომ არ იყო პრობლემა იმასთან, რომ უბრალოდ დაფინანსება ვერ მოიპოვეს თავის დროზე? ან უბრალოდ, დაინტერესებადი პროექტი არ იყო? მე არ ვიცი, დაინტერესდნენ ამით ესპერტები, მე უბრალოდ აღარ ვიყავი ჩართული ბოლო 3 წელი. ამიტომ ასე ხელაღებით თქმა იმისა, რომ ვიღაცას რაღაც პორტი აინტერესებს... თუ ივანიშვილს, პირობითად, აინტერესებდა ეს პორტი, ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას? ვერავინ, ვერც მისი ფინანსური რესურსები და სხვა რა პრობლემა უნდა ყოფილიყო? უფრო მეტი გარანტია უცხოელი ინვესტორებისთვის რა იქნებოდა, რომ ბატონი ივანიშვილი ყოფილიყო ჩართული? მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს პროცესი იყო აბსოლუტურად თავისუფალი, მიშვებულიდა გამჭვირვალე, არავინ არ ჩაერია ამ პროექტში. გავიდა სამი წელი, პორტი აშენდა? მე კითხვას ვსვამ, აშენდა პორტი? არა.
tbl.ge/3ixh
დაკოპირდა

ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი TV პირველის ეთერში, კითხვაზე, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტს ხომ არ უკავშირდება.
ამავე თემაზე
- კობახიძე: საქართველოს უნდა აღვუდგინოთ ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ფუნქცია
- ხელისუფლებამ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არასწორი ინტერპრეტაციით გაავრცელა - ADC
- პაპუაშვილი ხაზარაძეზე: ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი, ახლა ჯერი ხალხზეა
- ლილუაშვილი ანაკლიის პორტის საქმეზე: ხაზარაძეს ბოდიშის მოხდა მოუწევს
- ბრეგაძე ანაკლიის საქმეზე: მოსარჩელეს მთავრობის სასარგებლოდ $650 000-ის გადახდა დაეკისრა




