აბაშიძე-კარასინის ფორმატი

აბაშიძე: ჩვენი დასავლელი პარტნიორების რჩევაა, რუსეთთან კომუნიკაციის რეჟიმი შევინარჩუნოთ

მოვუყვებით ჩვენ ოპოზიციას, რა კეთდება იქ, როგორ შეიქმნა ეს ფორმატი [აბაშიძე-კარასინის შეხვედრის]. სხვათა შორის, მე წამოღებული მაქვს ის განცხადებები, რომელიც კეთდება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ 2013 წლიდან მოყოლებული ამ ფორმატის და ზოგადად კომუნიკაციის შენარჩუნების მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს გახლავთ NATO-ს გენერალური მდივნის განცხადებები. მისი ბოლო განცხადება იყო გასული წლის ნოემბერში თუ დეკემბერში. ევროკავშირის ლიდერების განცხადებები, ჩვენი დასავლელი სხვა პარტნიორი ლიდერების განცხადებები. მათი პოზიცია, რჩევა ასეთია, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ კომუნიკაციის რეჟიმი რუსეთთან. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, ვერ დამისახელებთ ასეთს, რომელსაც ამა თუ იმ ფორმით რაღაც კომუნიკაციის რეჟიმი არ აქვს რუსეთთან

პრემიერმინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძეს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რას ფიქრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაუქმებას ითხოვს

კომენტარები