საქართველო-რუსეთი

აბაშიძე: საქართველოს მიმართ კარასინის მუქარა ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს

Zurab Abashidze
Tabula

კარასინის მუქარა საქართველოს მიმართ, სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს- ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ თქვა.

აბაშიძე ამბობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებები მიუღებელია.

"კარასინის იმ განცხადებას, სადაც არის აშკარა მუქარის ტონი საქართველოს მიმართ, უკრაინის მიმართ, ეს არის ყოვლად მიუღებელი. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და მე ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის საერთაშორისო ავტორიტეტს",- ამბობს აბაშიძე.  

აბაშიძე-კარასინის შეხვედრა პრაღაში 27 თებერვალს გაიმათა. შეხვედრამდე კარასინმა ქართველი კოლეგები შესაძლო "უსიამოვნო მოულოდნელობების" შესახებ გააფრთხილა.

ასევე, კარასინმა კომერსანტთან ინტერვიუში თქვა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ნატო-ს აქტიურობის გაზრდა, ადრე თუ გვიან გარკვეული პრობლემების მომტანი იქნება. მისი თქმით, თბილისმა უნდა აირჩიოს, რეგიონული კეთილგანწყობა ან ევროატლანტიკური კურსი.

კომენტარები