დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

სესიაშვილი გუნდიდან წასულებზე: მათი სახით შეიძლება მივიღოთ ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია

ჩვენმა უმრავლესობის წევრებმა ჩათვალეს, რომ მათ თავიანთი პასუხისმგებლობა უნდა გამოამჟღავნონ უმრავლესობის დატოვებით. ეს ჩვეულებრივი ამბავი არის და მით უმეტეს, ჯანსაღი, დემოკრატიული პროცესისთვის. ბუნებრივია, ჩვენ უმრავლესობის ფარგლებში გუნდის შიგნით ვაგრძელებთ დისკუსიებს და გვაქვს განსხვავებული აზრები და პოზიციები. ესეც ბუნებრივია. მე ვფიქრობ, რომ ამ კონკრეტულ საკითხთან [მოსამართლეების შერჩევა] დაკავშირებით გაყოფა ამით დასრულდა, ეს ჩემთვისაც და კოლეგებისთვისაც ძალიან დიდი დანაკარგია, მაგრამ მეორე მხრივ, მე ვხედავ პოზიტივსაც, რომ მათი სახით ჩვენ შეიძლება, მივიღოთ კარგი, ძლიერი, კონსტრუქციული ოპოზიცია

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი სესიაშვილი საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, ზვიად კვაჭანტირაძის და ბექა ნაცვლიშვილის გასვლაზე.

კომენტარები