საქართველოს პარლამენტი

ჭიჭინაძე: გარიცხულ დეპუტატებთან უფრო კომფორტული იქნება ფრაქციის შექმნა, ვიდრე გამოსულებთან

მე ალბათ დაველოდები გარიცხულ დეპუტატებს და იმათთან უფრო კომფორტული იქნება ფრაქციის შექმნა, ვიდრე გამოსულებთან. მე დღეს არავის ფრაქციაში არ ვაპირებ ყოფნას, პირდაპირ გეუბნებით, გამოვდივარ პატრიოტთა ალიანსიდან.

ფრაქცია არის პოლიტიკური ორგანიზაცია, მე უნდა ვიცოდე პოლიტიკური შეხედულებები, ვინ იქნებიან ამ გაერთიანებაში და მე საერთოდ ვთვლი, რომ, დრო დადგა, მე თვითონ შევქმნა პოლიტიკური ორგანიზაცია და სხვის პოლიტიკურ ორგანიზაციაში...

მე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს, ძირითადი დასაყრდენი ბაზა არისის ადამიანები, ვინც ჩემსავით იმედგაცრუებულები არიან, 2012 წელს მოსულები, ისინი არიან დასაყრდენები და გარკვეული კონსულტაციები, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საკუთარი პოლიტიკური ორგანიზაციის შექმნას აპირებს.

კომენტარები