დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

ზარდიაშვილი: ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს

მე არ ვფიქრობ, რომ მოსამართლეების თემამ გამოიწვია რაიმე კრიზისი ან საერთოდ რაიმე კრიზისზე საუბარი მე აბსურდულად მიმაჩნია. ეს მოყვებოდა მოსამართლეების საკითხს თუ ექიმების საკითხს, საკითხი უკვე მომწიფებული იყო, ჩემი აზრით. ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არსებობს ტრადიცია და შეხედულება, რომ 8 წლის თავზე ხელისუფლებები იცვლებიან. არსებობენ ხალხი, რომლებიც მზად არიან პორტირება განახორციელონ სხვადასხვა პარტიაში.

ეკა ბესელია რომ არ გიყვარდეს, ამისთვის არსებობს ძალიან ბევრი მიზეზი. ყველა თანაგუნდელი უნდა გიყვარდეს? გუნდური დამოკიდებულება მაქვს და ვინარჩუნებ გუნდურ დამოკიდებულებას, რომელიც ნიშნავს ერთმანეთის პატივისცემას, ერთმანეთის გატანას, ერთმანეთის მოფრთხილებას

ქართული ოცნების დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა იყო იმის მიზეზი, რომ ის და ეკა ბესელია ერთმანეთს ვერასდროს ვერ უგებდნენ

კომენტარები