სომალი

სომალიში აშშ-ის საჰაერო დარტყმების შედეგად ტერორისტული დაჯგუფება "ალ-შაბაბის" 35 წევრი მოკლეს

Independent

აშშ-ის სამხედრო ძალების განცხადების მიხედვით სომალიში განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგად ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული დაჯგუფება "ალ-შაბაბის" 35 წევრი მოკლეს.

2019 წლეს ეს უკვე 22-ე საჰაერო თავდასხმაა "ალ-შაბაბის" ტერორისტულ დაჯგუფებაზე და ჯამში დაჯგუფების სულ მცირე 180 წევრი მოკლეს. აშშ-ის სამხედრო ძალების მიხედვით დარტყმებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ მოჰყოლია.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს მიაჩნია, რომ ტერორისტულ დაჯგუფებას ამჟამად 3,000-დან 7,000-მდე წევრი ჰყავს. გარდა ამისა მათი ინფორმაციით სომალიში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 70-დან 250-მდე წევრიცაა.

შეგახსენებთ, რომ სომალში მთავობის დასახმარებლად ალ შაბაბის პოზიციებზე საჰაერო დარტყმების განხორციელების უფლება სამხედრო ძალებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2017 წლის მარტში მისცა. მანამდე დარტყმები მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როდესაც ადგილზე მყოფ ამერიკელ მრჩევლებს ექმნებოდათ საფრთხე.

2018 წელს სულ 47 დარტყმა განხორციელდა, 2017 წელს 35, 2016 წელს კი 15. ამჟამად აშშ-ს სომალში 500 სამხედრო ჰყავს, რომლებიც მრჩევლების როლს ასრულებენ.

კომენტარები