საქართველოს პარლამენტი

სებ-მა პარლამენტის 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად 5-ლარიანი საკოლექციო მონეტა გამოუშვა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების (პარლამენტის) 100 წლის საიუბილეო თარიღის აღსანიშნად 5 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.

მონეტის დიზაინერი ნიტა გონგაძეა. 2 000 მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში მოიჭრა. ახალი საკოლექციო მონეტის გაყიდვა 2019 წლის 27 თებერვლიდან დაიწყება და მისი ფასი 75 ლარია.

"მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერებში შესრულებული ცენტრიდანული სხივებით დალაგებული არათანაბარი რგოლები, რაც სიმბოლურად გამოსახავს პირველი დემოკრატიული გზით არჩეული პარლამენტარების რიცხვს. მონეტის ცენტრში გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი ლარის სიმბოლოსთან ერთად "5₾", თარიღები "1919-2019" და წარწერა "საქართველოს დამფუძნებელი კრება.

მონეტის რევერსის მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება, სადაც დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა ჩატარდა. მონეტაზე დატანილია წარწერები "საქართველო", "ხუთი ლარი" და "Georgia" - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

კომენტარები