ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ვენესუელა

სისხლიანი შეტაკებები ვენესუელის საზღვრებთან - ფოტოები

კვირა, 24 თებერვალი, 2019 - 14:38
The Guardian
tbl.ge/3i4c
დაკოპირდა
Raúl Arboleda/AFP/Getty Images
Edinson Estupinan/AFP/Getty Images
Rodrigo Abd/AP
Edgard Garrido/Reuters
Deibison Torrado/EPA
Federico Parra/AFP/Getty Images
Edgard Garrido/Reuters
Marco Bello/Reuters
Fernando Llano/AP
Ernesto Guzman Jr./EPA
Ronaldo Schemidt/AFP/Getty Images
Yuri Cortéz/AFP/Getty Images
Anadolu Agency/Getty Images
Luis Robayo/AFP/Getty Images
Marco Bello/Reuters
Hector Pereira/EPA
Fernando Llano/AP
Rodrigo Abd/AP

მას შემდეგ, რაც ნიკოლას მადურომ ვენესუელის საზღვრები ბრაზილიასთან და კოლუმბიასთან ჩაკეტა, რათა ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება არ შემოვიდეს, სისხლიანი შეტაკებები იყო. 

ჯარისკაცებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც სხვადასხვა ჰუმანიტარული საქონლის გადმოტანა სცადა. 

ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ შეტაკებების დროს, სულ მცირე, 2 ადამიანი დაიღუპა. 

ვენესუელის ოპოზიციას სურს, ეკონომიკური კრიზისის დროს მოსახლეობას დახმარება გაუწიოს, მაგრამ მადურო ამბობს, რომ ეს უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მოქალაქეების მიმართ თავდასხმა დაგმო და ამაში მან "მადუროს ძალადობრივი ჯგუფები" დაადანაშაულა.

"ჩვენი ღრმა თანაგრძნობა იმ ადამიანებს, რომელთა ოჯახის წევრებიც ამ დანაშაულებრივი ქმედების დროს დაიღუპნენ. ჩვენ ვუერთდებით მათ მოთხოვნას სამართლიანობის შესახებ", - დაწერა პომპეომ ტვიტერზე. 

მისივე თქმით, ჰუმანიტარული ტვირთის ნაწილის დაწვას გულისამრევი უწოდა. 

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ, რომელიც თავის თავს "გარდამავალ პრეზიდენტს" უწოდებს და რომელმაც ორგანიზება გაუწია ჰუმანიტარული ტვირთის ქვეყანაში შემოტანას, ჩადენილი ქმედებები დაგმო. 

გუაიდო, რომელიც ათობით ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, აშშ-მა, ბრაზილიამ, კანადამ, არგენტინამ, კოლუმბიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, ბრიტანეთმა, პორტუგალიამ, შვედეთმა, დანიამ, ავსტრიამ, ჰოლანდიამ და ასევე ევროპარლამენტმა ვენესუელის კანონიერ პრეზიდენტად აღიარა, აშშ-ის ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს ორშაბათს ბოგოტაში, კოლუმბიის დედაქალაქში შეხვდება. გუაიდო ვენესუელის საზღვრებს დატოვებს, მიუხედავად მადუროს მიერ დაწესებული აკრძალვებისა. 

ნიკოლას მადუროს რეჟიმს მხარს რუსეთი, ჩინეთი, თურქეთი, ირანი, სირია, კუბა, ბელარუსი, მექსიკა, ნიკარაგუა, სურინამი და ბოლივია უჭერენ.

2017 წლის ბოლოს ვენესუელური ბოლივარის ინფლაციამ 440,000%-ს გადააჭარბა. ასეთივე ტემპით ეცემა ვენესუელური ბოლივარის გაცვლითი კურსი შავ ბაზარზე. ეკონომიკური კრიზისის გამო საშუალო ხელფასის ღირებულება $4-ს გაუტოლდა.

ვენესუელის მთავრობა ეკონომიკურ კრიზისს და საკვებისა თუ მედიკამენტების ნაკლებობას "ეკონომიკურ ომს" აბრალებს, რომელსაც მათი თქმით "იმპერიალისტური ძალები" ეწევიან.

გაეროს ინფორმაციით, 2014 წელის შემდეგ ვენესუელა სამ მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

გუაიდომ სამხედრო ძალებს სთხოვა ხელი არ შეეშალათ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. "ძმებო, შემოუშვით დახმარება. უზურპაციის დასასრული იქნება შიმშილის დასასრული." თქვა მან. გუაიდოს თქმით საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო 250-დან 300 ათასამდე ვენესუელელი სიკვდილის პირასაა.

ვენესუელაფიზიკური დაპირისპრებაშეტაკებებივენესუელის საზღვარინიკოლას მადუროხუან გუაიდო

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 17:50ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის ახლო მოკავშირე საპატიმროს დატოვებიდან მალევე გაიტაცეს
  • კვირა, 25 იანვარი, 2026 - 20:45რიაბკოვი ნიკოლას მადუროს გათავისუფლებას ითხოვს
  • პარასკევი, 16 იანვარი, 2026 - 18:05ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ნავთობის ინდუსტრიის რეფორმა სურს ინვესტიციების მოსაზიდად
  • პარასკევი, 9 იანვარი, 2026 - 20:07ვინ არიან მთავარი პოლიტიკური აქტორები ვენესუელაში – მოკლე მიმოხილვა
  • სამშაბათი, 6 იანვარი, 2026 - 17:20Politico: ტრამპმა ვენესუელის ახალ ლიდერს, დელსი როდრიგესს, მოთხოვნების სია წაუყენა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 23:51

აშშ-მ ირანზე ახალი საჰაერო იერიშები მიიტანა, ირანის საზღვაო ბლოკადას იწყებს

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 22:10

ტრამპის თქმით, აშშ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდულ ტვირთზე 20%-იან გადასახადს არ დააწესებს

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:56

EU-მ მოლდოვასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-6 კლასტერი გახსნა

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 20:20

რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
სამშაბათი, 14 ივლისი, 2026 - 19:51

პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა

ყველაზე კითხვადი

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
1რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
2Bloomberg: ბოლო 21 წელში რუსეთში ნავთობის გადამუშავების მაჩვენებელი მინიმუმამდე დაეცა
3NYT: ირანის ყოფილი პრეზიდენტი ისრაელთან კავშირების გამოვლენის შემდეგ შინაპატიმრობაშია
4ალიევი: უკრაინას ვეხმარებით არა რეკლამისთვის, არამედ გულწრფელად
5მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕