ცხოველები

ესტონელებს ეგონათ, რომ სიკვდილს ძაღლი გადაარჩინეს, მალევე გაირკვა, რომ ეს ცხოველი მგელია

EUPA

გულკეთილმა ესტონელმა მუშებმა გაყინული მდინარიდან ძაღლი ამოიყვანეს, თუმცა, მალევე გაირკვა, რომ სინამდვილეში მათ სიკვდილს მგელი გადაარჩინეს. 

რამდენიმე კაცმა მუშაობის პროცესში შენიშნა, რომ ცხოველი გაყინულ წყალში იყო გაჭედილი და თავის დახსნას ვერ ახერხებდა. მათ მდინარე ყინულისგან გაათავისუფლეს და ცხოველი ვეტერინარულ კლინიკაში გადაიყვანეს. სწორედ ექიმებმა თქვეს, რომ გადარჩენილი ცხოველი მგელია, ახალგაზრდა, დაახლოებით 1 წლის მამრი. 

ცხოველთა დაცვის ესტონურმა ასოციაციამ განაცხადა, რომ კლინიკაში მიყვანისას მგლის სისლხის წნევა დაბალი იყო და სწორედ ამით აიხსნება მისი მორჩილი ქცევა მანქანაში ჩასმის და ვეტერინარებთან გადაყვანის დროს. 


ფოტო: EUPA
ერთ-ერთმა კაცმა, რომელმაც ცხოველი გადაარჩინა, რანდო კარტსეპმა, ადგილობრივ გაზეთს უთხრა: 

"ჩვენ ის ყინულიდან ამოვიყვანეთ. მძიმე იყო. იყო მშვიდი, ჩემს ფეხებთან დაეძინა, თუმცა, როდესაც ფეხების ამოძრავება ვცადე, ერთი წამით ამომხედა". 

რეაბილიტაციის შემდეგ ცხოველს GPS დაამაგრეს, რათა გარემოს ეროვნული სააგენტოს მკვლევარებმა მას თვალყური ადევნონ და ველურ ბუნებაში დააბრუნეს. 

ესტონეთში ასობით მგელი ცხოვრობს, თუმცა, მკვლევარებს უჭირთ, მათ შესაბამისი აპარატურა დაუმაგრონ და ქცევა შეისწავლონ.

კომენტარები