შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ ძველ თბილისში ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული მ.ა. დააკავა.
შსს-ის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის თებერვალში თბილისში, მ. ჯავახიშვილისა და ლ. ქიაჩელის ქუჩებზე სხვისი კუთვნილი ავტომობილებიდან სამშენებლო ხელსაწყოები, სათხილამურო ფეხსაცმელი და სუვენირები მოიპარა.
უწყებისვე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს და ითვალისწინებს პატიმრობას, ვადით, 4-დან 7 წლამდე.
შსს
ძველ თბილისში მანქანების გაქურდვის ფაქტებზე 1 პირი დააკავეს

REUTERS




