ადამიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ გუშინ რომ ბოროტებას ჩადიოდნენ, დღეს კეთილად გასხივოსნდნენ, ეს ადამიანი მორალურად ჩემთვის ზუსტად იქ დგას, სადაც იდგნენ ის ადამიანები, ვისაც ვებრძოდით, დღესაც ვებრძვით, მე სულ არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობა, მაპატიეთ ამ ემოციისთვის, მაგრამ ისე ავღელდი ამ სიტყვებზე, რომ კიდევ კარგი, შესვენება გამოცხადდა, მართლა კიდევ კარგი. ვეცდები, ახლა უფრო უემოციოდ ვუთხრა, მაგრამ აუცილებლად, უფრო მწარედ მიიღებს ახლა პასუხს, რაც გაბედა და თქვა, გაბედა და თქვა იმ ადამიანმა, ვისაც არ აქვს მორალური უფლება, ილაპარაკოს ჩვენი მისამართით და რატომ არ აქვს მორალური უფლება, კონსტიტუციის მიღების დღეს ასე ილაპარაკოს, ამას იქ შევახსენებ, ტრიბუნიდან
tbl.ge/3hvv
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა - "ის კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე". პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებითვე, "კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და ნაცმოძრაობას შორის, არის ძალიან ნიშანდობლივი".
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




