ნარკოდანაშაული

შსს: 2019 წელს 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოვიღეთ და ნარკოდანაშაულისთვის 275 პირი დავაკავეთ

შტეფან ვერმუტი / REUTERS

შსს-ს ინფორმაციით, 2019 წელს პოლიციამ 10 კილოგრამამდე ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 275 პირი დააკავა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე 
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ ისაუბრა. 

„ასევე, მინდა გაცნობოთ, რომ მიმდინარე წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ამოღებულია: 10 კილოგრამამდე „ჰეროინი", 1 კილოგრამი და 200 გრამი „კოკაინი", 650 აბი „სუბუტექსი" და „სუბოქსინი", 1000 აბზე მეტი „ექსტაზი“, 150 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება და 100 გრამი ფსიქოტროპული პრეპარატები. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში 275 პირი მისცა.“- თქვა მამუკა ჭელიძემ.

კომენტარები