საქართველოს პარლამენტი

კობერიძე ცქიტიშვილს: ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას კრიტიკა დაავიწყდეს

ძალიან მოხარული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი გამოსვლა რეალურად აღმოჩნდა ის გზაჯვარედინი, რომელზეც პოზიციის და ოპოზიციის დადებითი ემოციები გაერთიანდა და მინდა გთხოვოთ, ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას კმაყოფილებისგან კრიტიკა დაავიწყდეს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით

ქართული ოცნების დეპუტატი ლევან კობერიძე პლენარულ სხდომაზე, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი "მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოვიდა.

კომენტარები