სლოვენია

სლოვენიელმა პარლამენტარმა ექსპერიმენტისთვის სენდვიჩის მოპარვის გამო თანამდებობა დატოვა

BBC

სლოვენიელმა პარლამენტარმა მაღაზიიდან სენდვიჩის მოპარვის გამო თანამდებობა დატოვა.

დარი კრაიჩიჩმა ადგილობრივ მედიას უთხრა, რომ სენდვიჩის მოპარვა ექსპერიმენტის ნაწილი იყო.

პარლამენტარის თქმით მაღაზიაში, სადაც სენდვიჩს ყიდულობდა, მომუშავე პერსონალმა მას ყურადღება არ მიაქცია. ამან კრაიჩიჩი გააღიზიანა და გადაწყვიტა მაღაზიის უსაფრთხოების სისტემა გამოეცადა. მიუხედავად იმისა, რომ მაღაზიაში კამერები იყო გადახდის გარეშე მისი წასვლა არავის დაუფიქსირებია. მოგვიანებით პარლამენტარი მაღაზიაში დაბრუნდა და სენდვიჩის საფასური გადაიხადა.

მან ეს ამბავი პარლამენტში მოყვა და კოლეგების კრიტიკა დაიმსახურა. კრაიჩიჩმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ ამ ესპერიმენტის ჩატარებას ნანობს.

კომენტარები