აშშ

ილინოისში კაცმა სამსახურიდან გათავისუფლების გამო ცეცხლი გახსნა და 5 თანამშრომელი მოკლა

Getty Images

აშშ-ის ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოს გარეუბანში კაცმა სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ სამსახურში იარაღიდან ცეცხლი გახსნა და 5 ადამიანი მოკლა.

მან ადგილზე მისულ პოლიციელებსაც ცეცხლი გაუხსნა და 5 პოლიციელი დაჭრა. საბოლოოდ ის ორმხრივი სროლისას მოკლეს.

პოლიციის ინფორმაციით მოკლული 45 წლის გარი მარტინია, რომელიც Henry Pratt-ის კომპანიაში 15 წელი მუშაობდა.

კომენტარები