ქურდობა

შსს: პოლიციამ ბათუმში ჩადენილ ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი ამხილა

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 2 არასრულწლოვანი - 2004 წელს დაბადებული ნ.კ. და 2003 წელს დაბადებული მ.ა. ამხილეს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მხილებულებმა მიმდინარე წლის 12 თებერვალს ბათუმში მდებარე ტექნიკის მაღაზიიდან მობილური ტელეფონები მოიპარეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები იმავე დღეს დაადგინეს, ამხილეს და ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები