კონსტიტუციის და კანონის წაკითხვას თავის დროზე ასწავლიან ხოლმე იურიდიულ ფაკულტეტზე და ვინც სწავლობდა კარგად, მან იცის, როგორ წაიკითხოს კანონი. ამას პარლამენტში ვერ ისწავლი, პარლამენტში უკვე ნასწავლი ადამიანები უნდა მოდიოდნენ.
რაც შეეხება ამ ინიციატივას, მას აქვს მაღალი მნიშვნელობა როგორც სამართლებრივი თვალსაზრისით, ასევე სახელმწიფოებრივი მნიშვნელობით. ჩვენ რეფორმები უნდა გავაგრძელოთ და რეფორმის პროცესში არ უნდა მოხდეს ის, რომ სასამართლო ხელისუფლება ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინოთ, რომ უკვე არის მთლიანად ჩაკეტილი არსებული პრაქტიკოსი მოსამართლეებით, რომლებიც მოდიან დიდი ხანია, წინა ხელისუფლებიდან.





