ეკა ბესელია

ბესელია: მთელი ძალისხმევა იქნება მიმართული, მოსამართლეების კენჭისყრაზე ხალხის ხმა გაიგონონ

რადგან დღეს ხელისუფლებისთვის მთავარი პოლიტიკური ბერკეტი არის სასამართლო, რომლითაც ხდება ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის წესით ადამიანების დაკავება, ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორი იქნება სასამართლო. ის განსაზღვრავს, როგორ ჩატარდება ქვეყანაში არჩევენები, როგორ იქნებიან დაცულები ადამიანები. 

მთელი ძალისხმევა, ჩემიც და სხვებისაც მიმართული იქნება, რომ ამ კენჭისყრაზე პარლამენტის წევრებმა ხალხის ხმა გაიგონონ.

თქვა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ლეიბორისტული პარტის ოფისში ოპოზიციური პარტიების საკონსულტაციო შეხვედრის შემდეგ. როგორც შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, საპროტესტო აქციები რეგიონებშიც გაიმართება. პირველად აქციას ქუთაისში გამართავენ. ასევე, გაგრძელდება სხვადასხვა დაწესებულების პიკეტირება.

კომენტარები