მალე დაფუძნდება ახლა ორგანიზაცია, შეიძლება ფონდიც იყოს, სადაც ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად, აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანებენ და იქნება დახმარება მაგათი. ფაქტის წინაშე იქნებიან, მაგენი აღრიცხვაზე იქნებიან, დაწერენ განცხადებას, რომ "დაქორწინებას ვაპირებთ და გთხოვთ დახმარებას" და დახმარება წავა მაგათზე, პირველადი დახმარება იქნება და მერე ყველა ბავშვზე... [დახმარების ოდენობა] იქნება დამოკიდებული იმაზე, რა თანხა შეგროვდება, აუცლებლად ეს იქნება გაპიარებული, ყველას ეცოდინება მთელ საქართველოში, რომ ეს იქნება დახმარება ქართველებისთვის
საქართველოს პარლამენტი
კვიციანი: ფონდს შევქმნით ახალი ქართული ოჯახებისთვის, აგენტები აღრიცხავენ შეყვარებულებს
tbl.ge/3grx
დაკოპირდა

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ემზარ კვიციანი პალიტრანიუსის გადაცემაში "360 გრადუსი".
ამავე თემაზე
- შეიქმნება სამსახური, რომელიც გზაზე პირუტყვის გადასვლის პრევენციასაც უზრუნველყოფს
- საპარლამენტო დელეგაცია პაპ ლეო XIV-ს და კარდინალ პიეტრო პაროლინის შეხვდა - პრესსამსახური
- კობახიძის მოსმენაზე, 26 ნოემბერს, პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- კობახიძის მოხსენების გამო, 27 ივნისს პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ
- სხდომაზე პაპუაშვილი მოხსენებით წარსდგება, ონლაინ მედიას პარლამენტში ისევ არ შეუშვებენ




