ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

2018 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის მინიმუმ 5875 შემთხვევა მოხდა

usnews.com

2018 წელს საქართველოში ქალზე ძალადობის მინიმუმ 5875 შემთხვევა მოხდა. ძალადობის სწორედ ამდენი შემთხვევა აღრიცხა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის შემთხვევებიდან მსხვერპლი 5875 ქალი იყო, ხოლო კაცი 1018.

რაც შეეხება მოძალადეებს, მოძალადე 5671 შემთხვევაში იყო კაცი, ხოლო 954 შემთხვევაში ქალი. ამასთან, 2018 წლის განმავლობაში 7646 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.

რაც შეეხება ძალადობის სახეებს, დოკუმენტის მიხედვით, შსს-ს ყველაზე ხშირად ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევაში მიმართავენ, ყველაზე იშვიათად კი სექსუალური ძალადობის დროს.

  • ფსიქოლოგიური - 7109
  • ფიზიკური - 1705
  • ეკონომიკური - 198
  • იძულება - 74
  • უგულებელყოფა - 68
  • სექსუალური - 25

ოჯახში ძალადობის შემთხვევებში პოლიციას ყველაზე ხშირად თბილისში, აჭარასა და იმერეთში მიმართავენ.

კომენტარები