დაპირისპირება ქართულ ოცნებაში

გოგიჩაიშვილი: ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, რომ მურუსიძე გახდეს უვადო მოსამართლე?! გამორიცხულია

განცხადება, რომელიც გუშინ პოლიტსაბჭომ გაავრცელა, არის აცდენა იმ ფასეულობებთან, რა ფასეულობების გამოც ასი ათასობით ადამიანმა დაუჭირა მხარი "ქართულ ოცნებას". ბუნებრივია, ეს საკითხი დაისმება. ასევე საკითხი დაისმება, რას ნიშნავს განცხადება, რომ ის ადამიანები, რომლებიც მანამდე იყვნენ მონები, ახლა გახდნენ კარგები. ეს არის აცდენა იმ მთავარ მორალურ ხაზთან, რის გამოც ქართულ ოცნებას მხარს უჭერს ასი ათასობით ადამიანი და ამ საკითხებზე იქნება აუცილებლად საუბარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, პრინციპულად მნიშვნელოვანი, თუ რას გულისხმობენ იმაში, რომ ადრე ცუდად იქცეოდნენ ეს [მოსამართლეები], ახლა კარგად იქცევიან და მოდი, ამ ადამიანებს ჩავაბაროთ უვადოდ სასამართლო, მთელი ცხოვრება.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და ყველა საკითხზე არის სასაუბრო. უამრავი ადამიანის მოლოდინია დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. დაბნეულია ბევრი ადამიანი, რასთან გვაქვს საქმე, რას ნიშნავს, რომ ადრე ვთქვათ, გვრიტიშვილი ცუდი იყო და ახლა უცებ კარგი გახდა. დავივიწყოთ რამდენი ადამიანი გააუბედურეს? ათი ათასობით ადამიანი დაცინული, შეურაცხყოფილი... ასე ყველაფერს ხაზი გადავუსვათ, იმის გამო, რომ მურუსიძე გახდეს უვადოდ მოსამართლე?! ეს გამორიცხულია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადება "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. ის ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას. ირაკლი კობახიძემ მოსამართლეებზე საუბრისას თქვა, რომ "ადამიანები, რომლებიც მასობრივად ჩადიოდნენ ცუდ რაღაცებს, ახლა ჩადიან კარგ რაღაცებს, ამაშია საქმე".

კომენტარები