ცნობილი ადამიანები

ჯენიფერ ლორენსი დაინიშნა

People.com

ოსკაროსანი მსახიობი, ჯენიფერ ლორენსი და მისი შეყვარებული, კუკ მარონი დაინიშნენ.

ნიშნობა სამშაბათს საღამოს შედგა.

უცხოურმა მედიებმა ჯენიფერ ლორენსი და კუკ მარონი სამშაბათს საღამოსვე რესტორანში შენიშნეს, სადაც ისინი მეგობრებთან ერთად რაღაცას აღნიშნავდნენ, ჯენიფერ ლორენსს კი დიდი და შესამჩნევი ნიშნობის ბეჭედი ეკეთა.

წყვილი ერთმანეთს ზაფხულის შემდეგ ხვდება, ჯერჯერობით უცნობია როდის შედგება ქორწილი.

კომენტარები