დუგლას კოშტას ავტოავარია

ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელი დუგლას კოშტა ავტოავარიაში მოყვა

4 თებერვალს, იუვენტუსის ფეხბურთელი დუგლას კოშტა ტურინისკენ მიმავალი გზაზე ავტოავარიაში მოყვა. ბრაზილიელი მძიმე დაზიანებას გადაურჩა.

Jeep Cherokee-ით მოძრავი ნახევარმცველი Fiat Punto-ის მძღოლს დაეჯახა, რომელიც მაშინვე გადაიყვანეს Biella Hospital-ში. საბედნიეროდ, არც 47 წლის მძღოლი დაშავებულა. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო.

კოშტა "იუვეში" 2017 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ სეზონში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე 2 საგოლე გადაცემაცაა.

კომენტარები