ფარული ჩანაწერები

კობახიძე ჩანაწერებზე: საქმის გახსნა, პირველ რიგში, ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია

რაც შეეხება გავრცელებას, ამ კუთხით არის პროგრესი, გამავრცელებლების კუთხით, თუმცა რაც შეეხება წყაროს, ეს არის ზუსტად მთავარი დასადგენი და ამ კუთხით ჩვენ გვექნება მუდმივი კომუნიკაცია სამართალდამცველებთან. პირველ რიგში სწორედ ჩვენი პოლიტიკური ძალის ინტერესებშია, რომ ბოლომდე გაიხსნას ეს საქმე. მე მაქვს ყოველდღიური კავშირი სამართალდამცავ ორგანოებთან. რაც შეეხება პირველ დღეებს, ჯერ კიდევ მიმდინარეობდა მუშაობა, რომ დადგენილიყო თუ რამდენად შეესაბამებოდა რეალობას ერთი დეპუტატის განცხადება და ამასთან დაკავშირებითაც არის კითხვის ნიშნები. რაც შეეხება ჩემს ჩართულობას ამ საქმეში, ყოველდღიური კავშირი მქონდა სამართალდამცავ ორგანოებთან და შესაბამის მინისტრებთან და აქედან გამომდინარე ჩემი ჩართულობა არის უზრუნველყოფილი ყოველდღიურ რეჟიმში, იმისათვის რომ საქმე ბოლომდე იყოს გამოძიებული.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიებაზე საუბრობს.

კომენტარები