ბრექსითი

ბრექსითის გართულების საშიშროების გამო ბრიტანეთი სამეფო ოჯახის ევაკუაციის გეგმას აბრუნებს

ელისაბედ II
Getty Images

ბრიტანეთში ცივი ომის დროინდელ საგანგებო სიტუაციებისათვის განკუთვნილ სამეფო ოჯახის ევაკუაციის გეგმებს აბრუნებენ. მიზეზი ბრექსითია.

იმ შემთხვევაში, თუ ბრექსითს გაუთვალისწინებელი გართულებები და ლონდონში ამბოხება მოჰყვება, სამეფო ოჯახი დედაქალაქს დატოვებს და წინასწარ მომზადებულ უსაფრთხო ლოკაციებზე გადაინაცვლებენ.

შეგახსენებთ, რომ ბრექსითის შეთანხმებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. ბრიტანეთს არსებულ შეთანხმებაში ე.წ. ბექსტოპის ჩანაცვლება სურს. არსებული შეთანხმების მიხედვით გაერთიანებული სამეფო მთლიანად რჩებოდა საბაჟო კავშირში და ვერ დატოვებდა მას მანამ, სანამ ევროკავშირი არ ჩათვლის, რომ ჩრდ. ირლანდიასთან “მყარი საზღვრის” დადგენის საშიშროება არ იქნება. გარდა ამისა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ევროკავშირს “უფრო ღრმა” საბაჟო შეთანხმებები ექნებაოდა.

ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა თქვა, რომ ბრექსტოპი და შეთანხმება არ გადაიხედება.

დონალდ ტუსკის თქმით ევროკავშირი მზადაა განიხილოს ბრიტანეთის "დასაბუთებული თხოვნა" ევროკავშირიდან გასვლის ვადის გახანგრძლივებაზე, თუმცა ბრიტანეთს მსგავსი თხოვნით ჯერ არ მიუმართავს. პარლამენტში ვადის გადადებასთან დაკავშირებული პროექტი ჩავარდა. იმ შემთხვევაში, თუ გასვლის თაობაზე შეთანხმებას დადგენილ ვადამდე, 29 მარტამდე ვერ მიაღწევენ, ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს, რაც როგორც ბრიტანეთში, ასევე ევროკავშირში ყველაზე არასასურველ სცენარად მიაჩნიათ.

კომენტარები