იაპონია

იაპონიის სახელმწიფო საპენსიო საინვესტიციო ფონდმა სამ თვეში $136 მილიარდი დაკარგა

Nikkei Asian Review

იაპონიის სახელმწიფო საპენსიო საინვესტიციო ფონდმა გასული წლის ბოლო სამ თვეში 136 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა.

იაპონიის სახელმწიფო საპენსიო ფონდი მსოფლოში ყველაზე დიდია და დანაკარგი მისი მთლიანი აქტივების 9.06%-ს წარმოადგენს.

ზარალი გლობალურ ბაზარზე აშშ-ჩინეთის სავაჭრო დაპირისპირების შედეგად გამოწვეულ რყევებს და იაპონიის საფონდო ბირჟის ინდექსის 17%-იან ვარდნას მოჰყვა.

2001 წლის შემდეგ ეს ფონდისათვის ყველაზე დიდი დანაკარგია. ექსპერტების აზრით ზარალი 2014 წელს მიღებული გადაწყვეტილების შედეგიცაა, რომლის მიხედვითაც ფონდმა მეტი მოგების მისაღებად შედარებით სარისკო აქტივებში ინვესტიციები გაზარდა.

კომენტარები