გაზი

პრემიერი: კანონს ვამკაცრებთ გაზის მომწოდებელი კომპანიების და მომხმარებლების მიმართ

მხუთავმა აირმა ჩვენი 7 ახალგაზრდის, ჩვენი 7 თანამოქალაქის სოცოცხლე შეიწირა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო, თუ სხვადასხვა დაუდევრობით და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მათ შორის ეს შეეხება, როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ჩვენ ვალდებული ვართ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. ასევე აუცილებელია ასევე მოქალაქეების ინფორმირება და საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს

პრემიერი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გაზის გაჟონვის და CO-ს დაგროვების შედეგად მომხდარ უბედურ შემთხვევებს გამოეხმაურა.

კომენტარები