ფარული ჩანაწერები

წულუკიანი ფარულ ჩანაწერებზე: არცერთი ქალი არ შევშინდებით! გაავრცელეთ რაც გნებავთ

მე იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანებს მალე მიაკვლევს გამოძიება და მართლმსაჯულება განხორციელდება, მაგრამ სისხლის სამართლის პროცესი რომ გვერდზე გადავდოთ, მინდა, ყველამ იცოდეს, რომ არც ეკა ბესელია და არც სხვა ვინმე ქალი არის ის ნატურა, რომელიც შეშინდება, რომელიც გაჩერდება; ის, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს. ამიტომაც ისინი, ვინც ამას ავრცელებს, კარგი იქნება, თუ სხვა საქმით დაკავდებიან, და როდესაც მათ მიაკვლევს გამოძიება, რა თქმა უნდა, პასუხს აგებენ კანონის წინაშე.

ადრეც იყო ამგვარი ჟურნალისტზე, პოლიტიკოსებზეც იყო მცდელობა ტერორისა ამ გზით; მაშინაც ვთქვი და იმავეს ვფიქრობ დღეს − არცერთი ქალი არ შევშინდებით! გაავრცელეთ, რაც გნებავთ. აი, ეს არის ჩემი გზავნილი იმ ადამიანისთვის, ვინც ამ სიბინძურით არის დაკავებული.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ეკა ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელების შესახებ.

კომენტარები