ფილმი BEATLES-ზე

პიტერ ჯექსონი BEATLES-ის შესახებ ფილმს გადაიღებს

არც ისე ცნობილი ფაქტია, რომ 1960-იან წლებში ჯგუფ ბითლზის წევრებს ბეჭდების მბრძანებლის საავტორო უფლებების მოპოვა და მისი ფილმის გადაღება უნდოდათ.

ჯონ ლენონს სურდა რომ გოლუმი ეთამაშა, პოლ მაკარტნის ფროდოს როლი უნდოდა, ამასთან ერთად კი ჯგუფის წევრები იმედოვნებდნენ რომ ფილმს სტენლი კუბრიკი გადაიღებდა. 

მიუხედავად სურვილისა ჯ.რ.რ ტოლკინმა ამაზე უარი თქვა.

ახლა კი ყველაფერი პირიქითაა - ბეჭდების მბრძანებლის ფილმების ავტორი, პიტერ ჯექსონი, ბითლზე ფილმს გადაიღებს.

ფილმი ფოკუსირებული იქნება ჯგუფის უკნასკნელი ალბომის "Let it be"-ს ჩაწერისა და მასზე მუშაობის პროცესზე. ოსკაროსანი რეჟისორი, 1969 წელს ჩაწერილ 55-საათიან აქამდე უნახავ ვიდეოებს გამოიყენებს.

"თითქოს დროის მანქანამ უკან, 1969 წელში დაგვაბრუნა და მოგვეცა საშუალება, რომ ვისხდეთ და ვუყურებდეთ როგორ აკეთებს ოთხი მეგობარი დიდებულ მუსიკას", - წერს პიტერ ჯექსონი.

ფილმს "Let it be" ერქმევა და ჯერჯერობით უცნობია მისი გამოსვლის თარიღი.

კომენტარები