ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეა სასუქის დეფიციტის გამო მოსახლეობას განავლის ჩაბარებას სთხოვს

Yonhap

ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ სასუქის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მოსახლეობას საკუთარი განავლის ჩაბარება მოსთხოვა.

ამის შესახებ RadioFreeAsia წერს. მათი ინფორმაციით მთავრობამ თითო შრომისუნარიან მოქალაქეს თვეში სამი ტონა განავლის ჩაბარება მოსთხოვა, რაც დღეში დღეში დაახლოები 100 კილოგრამი გამოდის.

მათ, ვინც მოთხოვნას ვერ ასრულებს შეუძლიათ სანაცვლოდ ფული გადაიხადონ, ან 300 კილოგრამი საქონლის განავალი ჩააბარონ.

იმის გამო, რომ მოთხოვნის შესრულება თითქმის შეუძლებელია მოსახლეობის უმეტესობა ფულს იხდის.

სხვა პროდუქტებთან ერთად სასუქის დეფიციტს ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სანქციები განაპირობებს. დეფიციტის შესავსებად მოსახლეობისათვის განავლის ჩაბარება წასრულშიც უთხოვიათ, თუმცა ამჯერად მოთხოვნის გაზრდის მიზეზად მოსახლეობის რაოდენობის კლება მიაჩნიათ.

კომენტარები