უბედური შემთხვევა

ბაქრაძე: ტრაგედიისას არასწორია ხელის გაშვერა, მაგრამ სავალალოა სისტემატური ხასიათი

თბილისში მორიგი ტრაგედია დატრიალდა, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მინდა მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახის წევრებს, მათ ახლობლებსა და ნათესავებს.

ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება სახელმწიფოს მთავარი ამოცანაა და მას ბევრად მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ. ამ ტრაგედიის ფონზე არასწორად მიმაჩნია ხელის გაშვერა და პოლიტიკური განცხადებების გაკეთება, მაგრამ სავალალო ფაქტია, რომ მსგავსმა ტრაგედიებმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო და ხელისუფლებამ ყველა დონეზე - მთავრობამ, მერიამ - უნდა მიიღოს ყველა ზომა და გადადგას ყველა ის ნაბიჯი, რომელიც დაიცავს ადამიანების სიცოცხლეს და აგვარიდებს მსგავს ტრაგედიებს.

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე ისანში, გაზის ნამწვის დაგროვების შედეგად 7 ადამიანის გარდაცვალებას ეხმაურება.

კომენტარები