მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე რომ ესე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? კალაძის სინდისზე და ნამუსზეა. "ყაზტრანსგაზი" არის მაგისი. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რანაირად არის.
თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო არის თბილისის მერის პასუხისმგებლობის საკითხი და "ყაზტრანსგაზი," რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და მაქაცარიასი არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი.