უბედური შემთხვევა

ყაზტრანსგაზი: 7 ადამიანი კუსტარულად დამონტაჟებული გამათბობლის შედეგად გარდაიცვალა

ტვ პირველი

კომპანია ყაზტრანსგაზის ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ბინაში 7 ადამიანის გარდაცვალება კუსტარულად დამონტაჟებულმა წყლის გამათბობელმა გამოიწვია.

"წინასწარი დათვალიერებით, ბინაში მყოფი პირების გარდაცვალება გამოიწვია კუსტარულად დამონტაჟებულმა ღია კამერის ტიპის წყლის გამათბობელმა, რის შედეგადაც ბინაში CO დაგროვდა. კომპანია "ყაზტრანსგაზ თბილისის" ბიზნესცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ბინაში იმყოფებოდნენ და წყლის გამათბობლის ექსპლუატაციის პირობების დარღვევის გამო გამათბობელი ჩაიხსნა ბუნებრივი აირის მილიდან და შეუწყდა გაზის მიწოდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, ბინის მფლობელის მიერ ადგილი ჰქონდა გამათბობლის თვითნებურ დაერთებას", - აღნიშნავენ კომპანიაში.

კომპანია ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის ამსახველ დოკუმენტაციასაც ავრცელებს.

კომენტარები