ბრაზილია

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა. 279 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

Globo-ს ინფორმაციით, 31 დაღუპულის იდენტიფიცირება მოხერხდა. 

შემთხვევა 25 იანვარს, ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მინას-ჟერაისის შტატში მოხდა. რკინის მომპოვებელ საბადოში რეზერვუარი ჩამოინგრა. დამბის გარღვევის დროს წარმოქმნილმა ტალახმა სასადილოს გადაუარა, სადაც 300-მდე მეშახტე იმყოფებოდა. 

რკინის მომპოვებელ მაღაროს გერმანული კომპანია ზედამხედველობდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღარო 2018 წელს შეამოწმეს და ხარვეზები ვერ აღმოაჩინეს. 

კატასტროფის მიზეზები ჯერ უცნობია. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. სამძებრო- სამაშველო ოპერაცია შეიძლება რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

კომენტარები