ანექსირებული ყირიმი

ანექსირებულ ყირიმთან, შავ ზღვაში ორი გემი დაიწვა, დაიღუპა 11 ადამიანი

BBC

ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულთან, შავ ზღვაში ორი სატვირთო გემი დაიწვა. დაიღუპა სულ მცირე 11 ადამიანი. მაშველებმა 14-ის გადარჩენა შეძლეს. ამ დრომდე დაკარგულად ითვლებიან ორივე გემის კაპიტნები. გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

გემები ტანზანიის დროშის ქვეშ დაცურავდნენ. ერთ-ერთ მათგანს საწვავი გადაჰქონდა და აფეთქების მომენტში მეორე გემს აწვდიდა.

ორივე გემი, "Venice" და "Maestro" აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების პოტენციურ სამიზნეთა სიაშია სირიაში საწვავის გადატანისათვის.

კომენტარები