კახა კალაძე

კალაძე გამოქანებაზე: დიდი პოპულარობა მოიტანა ამ გამონათქ​ვამმა, სხვათა შორის

მე საზოგადოებასთან და ადამიანებთან არც ურთიერთობ მეშლება, არც საუბარი, არც ზრდილობა მაკლია. თუმცა, რომ გითხრათ, ვამაყობ-მეთქი ამ განცხადებებით, ნამდვილად არ არის ასე. თუმცა, ეს [ენმ] არის ადამიანების დაჯგუფება, რომელიც ძირითადად დაკავებულია სიცრუით, ჩაგვრით, სხვა ენა მათ არ ესმით. ეს არ არის გამამართლებელი, რა თქმა უნდა, მაგრამ მე ცენზი არ დამირღვევია, მე ეს ვთქვი ისეთი სიტყვებით, რომელიც ყველასთვის გასაგები იყო. საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ამ გამონათქ​ვამმა, სხვათა შორის. 

თქვა თბილისის მერმა ტელეკომპანია იმედის ეთერში. მან რამდენიმე დღის წინანდელი თავისივე განცხადება შეაფასა. კალაძემ ოპოზიციას კრიტიკის პასუხად უთხრა, რომ "მთაწმინდაზე გამოსაქ​ანებელ ადგილს აფართოებს და შეუძლიათ, იქიდან გამოექ​ანონ.

კომენტარები