აფეთქება დიდ დიღომში

კალაძე: გარკვეულ პირებს მერიის დისკრედიტაციის მცდელობა აქვთ, მე მაკავშირებენ აფეთქებასთან

სამწუხაროდ, ამ ემოციურ ფონზე გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო თუ პოლიტიკური მოტივით, მე უფრო ორივე მგონია, ცდილობენ ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას, აქვთ მერიის და პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს.

ჩვენ ამ ადამიანებს, რა თქმა უნდა, არ მივცემთ საშუალებას, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, მიაწოდონ ცრუ ინფორმაციები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოსახლეობამ იცოდეს სიმართლე

თბილისის მერი კახა კალაძე დღევანდელ ბრიფინგზე, დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. ის რუსთავი 2-ის სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც აფეთქებული შენობის ექსპლუატაციაში მიღებას და კორუფციულ სქემას ეხებოდა.

კომენტარები